Thursday, May 13, 2010

პროექტი

პროექტის თემა: გაზაფხული- სიცოცხლის განახლება
მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეთათვის ნაცნობ გარემოში გაზაფხულზე ცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების აღწერა.
მიზნები და შედეგები : გარემომცველი სინამდვილის შეცნობა აღზრდა-განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. მშობლიური მუნების შესწავლა-შეცნობით იძენენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

პროექტის მიზანია განუვითაროს მოსწავლეებს ცხოვრებისეული ან სკოლაში ადრე შეძენილი ცოდნის გამომჟღავნება-განზოგადების, შეცვლილ სიტუაციაში მისი გამოყენების უნარი; განუვითარდეთ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიების უნარ-ჩვევები.
შეფასება : წახალისებით, ჯგუფებში თანამშრომლობის მიხედვით.
მონაწილეთა ასაკი:8-10წ.წ.
წინასწარი ცოდნა: წელიწადის დროების მიხედვით ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები,ადამიანთა სეზონური შრომა-საქმიანობები სოფლად და ქალაქად.
სასწავლო მასალა და რესურსები: ბიბლიოთეკის, შესაბამისი თემატიკის ხელმისაწვდომი წიგნები; ინფორმაციის ძიება ინტერნეტით; ,, ცოცხალ მატიანეებთან” ჟურნალისტური მოღვაწეობა (ინტერვიუს აღება)...
სასწავლო პროექტის მსვლელობა: პროექტის თემის კონკრეტულად გამოყოფის შემდეგ, მოსწავლეები მიზნობრივად გადანაწილდებიან ჯგუფებად კუთხური წარმომავლობის მიხედვით. ჯგუფებს მიეცემათ კონკრეტული დავალებები.
მოსწავლეები ნამუშევრებში აღწერენ წელიწადის ულამაზესი დროის- გაზაფხულის დადგომას სოფლად, ქალაქად; როგორ იცვლის გარემო იერსახეს; რა ცვლილებები ხდება “ზამთრის ძილისაგან გამოფხიზლებულ'' ცოცხალ ბუნებაში; თავიანთი სინამდვილიდან, სოფლებიდან, ქალაქის სკვერებიდან და ბაღებიდან წარმოადგენენ ამ ლამაზი დროისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს; ადამიანთა შრომა-საქმიანობას; უფროსებისაგან მოსმენილ და ჩაწერილ ინფორმაციებს წარმოადგენენ დასურათებით. საქართველო ვაზის ქვეყანაა, ამიტომ გამახვილებული ყურადღებით წარმოაჩენენ ვაზის მოვლის ტრადიციებს. ქართველი კაცი ვაზს შვილივით უვლის, ცოცხალ არსებად თვლის და ეალერსება. დააკვირდებიან მოვლენას, რომელიც ,,ვაზის ტირილად ''იწოდება.
მოიძიებენ მასალებს ვაზის ქართული ჯიშების შესახებ, რომლებიც ქვეყნის, ერის, ყოველი ქართველის მონაპოვარი და საკუთრებაა, რომელთა გამოყვანასა და შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც ისტორიული ქმნილებების აღმშენებლობაზე. ჩვენი ვალია დავიცვათ ისინი, თაობებს შევუნახოთ და გადავცეთ ქვეყნის საიმედოდ და საამაყოდ.
აკვირდებიან მცენარეთა სამყაროს წარმომადგენელთა ცვლილებებს სხვათა მაგალითზეც, ფრინველთა სამყაროს წარმომადგენელთა ქცევებს, აშრიალებულ, გაყვავილებულ ტყეს.
გაკეთდება პრეზენტაციები, შეჯამდება და შეფასდება ნამუშევრები.